პოლიციამ რუსული ოპოზიციის
ლიდერები ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი „გაანეიტრალა“. ისინი, პოლიციისადმი
დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15 დღით დააპატიმრეს.
მიუხედავად ამისა, აქტიური
ლიდერების არყოფნას ხელი არ შეუშლია საპროტესტო მოძრაობისთვის. გუშინ, მთელი დღის
მანძილზე, ისევე როგორც წუხელ, აქტივისტები კვლავ ქუჩაში იყვნენ გამოსულები. გვიან
ღამით, აქცია
ჩისტიე პრუდის რაიონში სეირნობის ფორმით გაგრძელდა. ომონმა მშვიდობიანი შეკრების
დასაშლელად საფუძველი ვეღარ მონახა და შუაღამისას დატოვა ტერიტორია, სადაც
რამოდენიმე ათეული აქტივისტი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა.
Internet.ge