GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთს „გრანდიოზული“ პროექტი ჩაუშალა
16:14 27.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აფხაზ სეპარატისტებს ფინელებთან გაფორმებული ბიზნეს-პროექტი ჩაუშალა. შედეგად, სამშენებლო კომპანია Honka  სოხუმის ბაზარზე აღარ შევა.

Honka-სთან დადებული ხელშეკრულების შესახებ, აფხაზური ვებ-გვერდები სიამაყით იუწყებოდნენ: „მსოფლიოში ცნობილი Honka ერთ-ერთი პირველია იმ დასავლური კომპანიებიდან, რომელიც ჩვენთან, აფხაზეთში შემოვიდა“ - განაცხადა შეთანხმების ხელმოწერისას სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. ელჩმა რუსეთში - იგორ ახბამ.

მარიონეტულ რეჟიმს განსაკუთრებით ხიბლავდა ის პერსპექტივა, რომ აფხაზეთი იმ დიდი ქვეყნების გვერდით დადგებოდა, რომელთა ბაზრებზეც აღნიშნული კომპანია მუშაობს, ესენი არიან: გერმანია, იაპონია, თავად ფინეთი და რუსეთი, სადაც როგორც აღნიშნავენ,  Honka-ს, ორი რეკორდული მასშტაბის პროექტი აქვს განხორციელებული.
რა თქმა უნდა, აფხაზების ფინურ კომპანიასთან დაახლოებაზე მოსკოვმა იზრუნა, სწორედ მოსკოვში გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა ის ვეღარ ამოქმედდება. ამისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპერატიულად იზრუნა და საკმაოდ შედეგიანადაც.
აღმოჩნდა, რომ ფინურ კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოება დაუშვებელია, მითუმეტეს, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანადაძემ განაცხადა, „საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საქართველოს ელჩმა, კონსულტაციები გამართა კომპანიის წარმომადგენლობასთან. აღმოჩნდა, რომ კომპანიას, როგორც კერძო სამართლის სუბიექტს, არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად შეზღუდულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმოება საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დააპირებს რაიმე სახის საქმიანობას, მოლაპარაკებებს უშუალოდ, საქართველოს მთავრობასთან აწარმოებს“ - განაცხადა კალანდაძემ. მისივე თქმით Honka-ს ხელმძღვანელობამ მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და უარყო რამდენიმე ინფორმაციაც. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ მანამდე გავრცელებული ცნობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ფინური კომპანიის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კომპანიის დელეგაცია აფხაზეთში ჩასვლას აპირებდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ თანახმად, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და იქ რაიმე ტიპის საქმიანობა იზღუდება.

საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია, აღნიშნავდა, რომ „ფინეთისთვის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მხრიდან, ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნება“.

„გრანდიოზული პროექტის“ ჩაშლას აფხაზური მხარე, დუმილით შეხვდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუვენ რივლინი: ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ1
სოხუმი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გალზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს2
გიორგი თარგამაძე: ინგა გრიგოლია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია3
4 წლის ბავშვმა მანქანა გაიტაცა4
მეცნიერები კლიმატის კატასტროფულ ცვლილებას პროგნოზირებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X