აშშ-ში, კემპ დევიდში ჩასატარებელ
„დიდი რვიანის“ შეხვედრაზე რუსულ მხარეს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს.
სამი დღის წინ, ოფიციალურად დანიშნულმა რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ
თავად აცნობა ამერიკელ კოლეგას.
პუტინის თქმით, იგი მთავრობის ფორმირებაზე
უნდა კონცენტრირდეს და ამის გამო, აშშ-ში
გამგზავრებას ვერ შეძლებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთის მეთაურმა
ობამასთან საუბრისას, პირადად გამოთქვა წუხილი სამიტზე ჩაუსვლელობის გამო. ამის შესახებ
ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
„დიდი რვიანის“ შეხვედრა კემპ დევიდში
18-19 მაისს გაიმართება.
Internet.ge