გერმანიაში
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანელ პოლიტოლოგებს შეხვდა, რომელთა შორის დიტერ ბოდენიც იყო.
ჟურნალისტებთან
საუბარში, ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ადასტურებს, რომ ბერლინში ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაში დიტერ ბოდენიც მონაწილეობდა.
მისი
თქმით, შეხვედრაზე, ბოდენი რუსეთ–საქართვლოს შორის არსებული ურთიერთობებით დაინტერესდა.
პარლამენტის
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერლინში, კურტ კიორბერის ფონდში გამართული შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და შიდაპოლიტიკურ რეფორმებზე ისაუბრა. გერმანელი ექსპერტების დაინტერესება
საგარეო პოლიტიკურმა მდგომარეობამ და უსაფრთხოების საკითხებმა გამოიწვია. ამას
გარდა, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნებოდა. მისი თქმით, ბოდენი ქართული მხარის
ინიციატივებს, საჯაროდ აკრიტიკებს, რომელიც
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულია.
„ბოდენი ილუზორულს და
ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან
მიმართებაში. ის თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას მესამე რაიხს
და ფაშისტურ გერმანიას ადარებს. ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა
აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს
თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ“, – განაცხადა კალანდაძემ.
Internet.ge