ბაღათურია გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახისთვის გადასახდელი თანხის სიმცირეს აპროტესტებს
ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში,
ოჯახისთვის გადახდილი თანხის სიმცირეს აპროტესტებს.
როგორც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ახალი რეგლამენტის განხილვისას,
ბაღათურიამ განაცხადა, რეგლამენტის დღეს მოქმედი ნორმით, დეპუტატის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვალების
შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს 10 წლის ხელფასის ოდენობა უნდა მიეღო.
მისი თქმით, ახალ პროექტში კი ნათქვამია, რომ თუ პარლამენტის წევრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო გარდაიცვლება, მათ შორის თავდასხმის გამო, ოჯახის წევრი 15 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
„გაუგებარია რა გახდა კომპენსაციის თითქმის 10-ჯერ შემცირების მიზეზი. ბევრი პარლამენტარი დახოცეს და ბიუჯეტს გაუჭირდა?“, – აცხადებს დეპუტატი.
ბაღათურიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 15 000 ლარი პროექტში მხოლოდ იმიტომ ჩაიწერა, რომ ამით შესაბამისობაში მოვიდა
სიცოცხლის ხელყოფისას კომპენსაციის საკითხი სხვა შემთხვევებთან.
Internet.ge