კოალიცია
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიეს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ონოღიეს მცხოვრებლებმა ირაკლი ალასანიას ის პრობლემები გააცნეს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ.
„სოფელში მოსახლეობის 90 % უმუშევარია. ონოღიეში, როგორც სამეგრელოს სხვა სოფლებში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი მოსახლეობის გვერდის ავლით და მოტყუებით
გაასხვისეს
სოფლის კუთვნილი მიწები და მოსახლეობა სახნავ-სათესის და საძოვრების გარეშე დარჩა. ასევე მწვავედ დგას ჯანდაცვისა და განათლების
პრობლემა.
ადგილობრივები
ვერ სარგებლობენ სოციალური პოლისებით, მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ჯანდაცვის სერვისები“,-
განაცხადა ალასანიამ და ადგილობრივ მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და განათლების პროგრამები გააცნო,
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოსახლეობას საპენსიო რეფორმის შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივაც
გააცნო. რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპენსიო კანონის შეცვლას გულისხმობს.
ალასანიას განცხადებით, საპენსიო ასაკი ქალებისთვის გახდება 55 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელი, მინიმალური პენსია კი კანონით განისაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა.
internet.ge