მერკელი: უკრაინელები და ბელორუსები დიქტატურისგან იტანჯებიან
17:13 10.05.2012
|
დღის სიახლეები
|
უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეები „დიქტატურისა
და რეპრესიებისგან“ იტანჯებიან, - განაცხადა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში
გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
როგოც „რბს-უკრაინა“ იუწყება, მერკელმა აღნიშნა, რომ „დღეს გერმანია და ევროპის
საბჭო მშვიდობისა და თავისუფლების პირობებში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ასეთი
მდგომარეობა არ არის მთელს
ევროპაში, რადგან უკრაინასა და ბელორუსში ადამიანები ჯერ კიდევ იტანჯებიან
დიქტატურისა და რეპრესიების გამო“ - განაცხადა მან. მერკელი ერთ-ერთი ის ევროპელი ლიდერია, რომელმაც უკრაინაში ხელისუფლების იულია
ტიმოშენკოსადმი დამოკიდებულების გამო, თავისი პოზიცია ევრო-2012-ის ბოიკოტირებასთან
დაკავშირებით გამოთქვა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|