თარგამაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არ მოექცეს
„ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერი, გიორგი თარგამაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არ მოექცეს და ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რომელიც საფინანსო სექტორს დააზარალებს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, თარგამაძემ
ყურადღება „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით, გაამახვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ
ბანკთან მიმართებაში,
უპასუხისმგებლოდ იქცევა.
მისი
თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც ერთი კონკრეტული ბანკის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურებმა და მათ შორის ეროვნულმა ბანკმა გამოავლინეს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„ეს არის სახელმწიფო
უწყებების მიერ უპასუხისმგებლობის გამოვლენა და აპელირება იმაზე, რომ ნოდარ ჯავახიშვილი ძველი ბანკირია თუ ახალი, არის უსუსური თავის მართლების მცდელობა“, – განაცხადა მან.
Internet.ge