ფიზიკურ
პირებს უბილეთოდ მგზავრობისთვის, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის
დატაცებისთვის დაკისრებული ჯარიმებისგან და საურავებისგან გაათავისუფლებენ.
ამასთან
დაკავშირებით ცვლილება – „ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლების შესახებ“
კანონში შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.
წარმოდგენილი
ცვლილებებით, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელებისგან და საურავებისგან
გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომელთაც ეს პასუხისმგებლობა, ელექტროენერგიის
ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცებისთვის დაეკისრათ.
კანონის
დღეს მოქმედი ნორმით, ამ ტიპის ქმედებისთვის პირველ ეტაპზე გაფრთხილება კეთდებოდა,
ხოლო განმეორებითი შემთხვევა 100 ლარიან
ჯარიმას იწვევდა.
რაც
შეეხება უბილეთოდ მგზავრობას, ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლება
შეეხება იმ პირებს, რომელთაც უბილეთოდ ავტობუსით და ან სამარშუტო ტაქსით
იმგზავრეს, ან ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის ბავშვი, უბილეთოდ გადაიყვანეს.
კანონის დღეს მოქმედი რეგულაციით, ამ ტიპის
ქმედება 5 ლარით ჯარიმდება, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი პირს 50 ლარის
ოდენობით საურავი ერიცხება.
Internet.ge