GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზები ტერმინ „ოკუპაციის“ განმარტებით დაინტერესდებიან
09:32 11.05.2012
დღის სიახლეები
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი ჟენევის თანამთავმჯდომარეებს - სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს ფილიპ ლეფორს, გაეროს წარმომადგენელს ანტი ტურუნენს და ეუთოს წარმომადგენელს - პადრიგა მერფის შეხვდა.

როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება, თანამთავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შესაძლებელი იყოს ისეთ საკვანძო საკითხებზე მუშაობა, როგორიც ძალის არგამოყენების საკითხია.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთმა უკვე წარმოადგინა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი. არის ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე საქართველო თავის წინადადებებს ამზადებს. მოდის გარკვეული მესიჯები იმის შესახებ, რომ შევძლებთ საერთო დოკუმენტის შემუშავებას. ჩვენ ვეძებთ საშუალებებს, რომლებიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს“ - განაცხადა ანტი ტურუნენმა.

დიპლომატებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეძლებენ გააგრძელონ კონტაქტები, ვიდრე არ დარეგულირდება საკითხის პოლიტიკური ასპექტები.

„ისე უნდა ხდებოდეს, რომ პროვოკაციებმა ვერ შეუშალოს ხელი მოლაპარაკებებს“ - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.

თავის მხრივ ანქვაბმა აღნიშნა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ამ თემაზე მეტი უნდა ისაუბრონ და იმუშაონ ქართულ მხარესთან, რომელიც ანქვაბის თქმით, კვლავაც ცდილობს აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას, პირველ რიგში კი გალის რაიონში.

„აპსნიპრესის“ ცნობით, თანათავმჯდომარეებმა ანქვაბს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრების ზუგდიდში ჩატარება შესთავაზეს, რაზეც სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა უარი განაცხადა.

შეხვედრაზე ანქვაბმა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, ტიშკევიჩი სოხუმმა „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა.

ანქვაბმა აღნიშნა, რომ  „მე ვაპირებ მომავალშიც ასეთი რეაგირება მქონდეს საერთაშორისო დიპლომატების საქციელზე. ჩვენ არ ვიკონტაქტებთ ადამიანებთან, რომლებსაც არ სურთ ეთიკის ელემენტარული წესების დაცვა“ - განაცხადა მან.

  ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბასაც შეხვდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ გალში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ტრადიციულ შეხვედრებში  აფხაზური მხარე მანამდე წყვეტს მონაწილეობას, ვიდრე არ შეიცვლება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი.

„ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე, რადგანაც მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია“ - განაცხადა ჩირიკბამ.

„აპსნიპრესთან“ საუბარში მან ჟენევის მოლაპარაკებათა  მორიგ რაუნდზე აფხაზური მხარის გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვთ, საქართველოსგან ტერმინის „ოკუპაცია“ განმარტება მოისმინონ:

„აფხაზური და ოსური მხარის მოთხოვნით, შედგება საინფორმაციო სესია ოკუპაციის თემაზე. ჩვენ გვსურს მოვისმინოთ, რას ნიშნავს ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, რადგანაც ქართველები და ამერიკელები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ქვეყნებია. ჩვენ გვსურს გავიგოთ, რამდენად დასაშვებია ასეთი  მტკიცებები საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენი ინიციატივით დისკუსიის დროს განიხილება ქართული ნეიტრალური პასპორტების საკითხი, რომლის თავსმოხვევასაც  საქართველო სხვა ქვეყნებისთვისაც  ცდილობს. განიხილება, ასევე, ევროვაკავშირის სავიზო პოლიტიკის საკითხები. ცნობილია, რომ ევროპელები და ამერიკელები აფხაზეთის მცხოვრებლებს არ აძლევენ ვიზებს არც აფხაზური, არც რუსული პასპორტების შემთხვევაში. ჩვენ ვაპირებთ ამის შესახებ ვისაუბროთ“ - განაცხადა ჩირიკბამ.  
Internet.ge

 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამი თანამშრომელი დააკავეს1
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო2
თბილისში IRI-ს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა3
იულია ტიმოშენკო პატიმარმა ქალმა სიცრუეში ამხილა (VIDEO)4
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა რუმინეთს სძლია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X