ვლადიმერ პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მარიონეტულ ლიდერებთან დაგეგმა. შეხვედრა დღეს, სოჭში უნდა გაიმართოს.
როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე
ანქვაბს სამუშაო ვიზიტით ეპატიჟება.
ანქვაბის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის დავალებების მისაღებად, სოჭშია
გამოძახებული ცხინვალის რეგიონის ახალი ლიდერიც. ლეონიდ თბილიოვი
პუტინს 12 მაისს ეწვევა. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.
როგორც „ლაიფ-ნიუსი“ იუწყება, სოჭის შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი
სოხუმში ჩასვლას გეგმავს. ეს მისი პირველი გასვლითი ვიზიტი იქნება პრეზიდენტად არჩევის
შემდეგ.
პუტინის დასახვედრად სოხუმში უსაფრთხოების ყველა ზომა უკვე მიღებულია, თუმცა
როგორც გამოცემას ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განუცხადა, ინფორმაცია, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე,
ოფიციალურად არ გავრცელებულა. გამოცემა იუწყება იმასაც, რომ პუტინის დაცვას
აფხაზეთში რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტიც“ უზრუნველჰყოფს.
Internet.ge