GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძე ნატოს ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელ ბოლო მოლაპარაკებებს მართავს
13:54 11.05.2012
დღის სიახლეები

მოახლოებული ნატოს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი ბოლო  მოლაპარაკებებისათვის, ვიცე პრემიერ- მინისტრი გიორგი ბარამიძე ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოს ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. ამის  შესახებ ცნობილი გახდა ნატოს შტაბ- ბინაში გიორგი ბარამიძისა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ კნუდ ბარტელსის შეხვედრის შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარმიძემ შეხვედრები გამართა ახალი საფრთხეების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაბორ იკლოდთან, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე კოლინდა გრაბართან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან.

სხვადასხვა ფორმატში, ასევე, შეხვედრები გაიმართა ნატო–ში აშშ–ს, საფრანგეთის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, კანადის, ლატვიის, ბულგარეთისა და თურქეთის  მუდმივ წარმომადგენლებთან, სადაც ნატოს ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელ ბოლო სტადიაზე განიხილეს, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი საქართველო სამიტის შეხვედრების ფორმატებსა და დასკვნითი დოკუმენტების შინაარსის თვალსაზრისით.

შეხვედრების შემდეგ, გიორგი ბარამიძემ კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს კონსულტაციები საქართველოსათვის სასურველი მიმართულებით ვითარდება და ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს2
საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციას მასპინძლობს3
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)4
ირაკლი ალასანია: საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი თანამონაწილეობა გაგრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X