მმართველი გუნდის წევრს, დეპუტატ გია როინიშვილს არ უკვირს, რომ NDI-ის პარტიულ რეიტინგებში, “ნაციონალური მოძრაობა” წამყვან ადგილს იკავებს.
როგორც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებთან
(NDI) დაკავშირებით, "ინტერნეტ.ჯი"-ს როინიშვილმა განუცხადა, იმ სოციალური პრობლემების შესახებ, რაც კვლევების მიხედვით გამოიკვეთა, მმართველმა გუნდმა იცის, რადგან ამ საკითხებს, მათ წინაშე მოსახლეობა შეხვედრების დროს სვამს.
“ამდენად, ეს რეიტინგი ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ბუნებრივია, რომ ამ რეიტინგებში, ჩვენი პარტია წამყვან ადგილს იკავებს”, - დასძინა მან.
დეპუტატის მტკიცებით, ხელისუფლება ორიენტირებულია - ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემებისა და დასაქმების საკითხის გადაჭრაზე.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევების მიხედვით, პარტიებს შორის 47 პროცენტით, “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს.
Internet.ge