GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოკუპანტებმა ბედიის მონატრის კედლები მწვანედ შეღებეს
17:57 11.05.2012
დღის სიახლეები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ქართულ ტაძარის კედლები გადაღებეს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები აფხაზეთში ფარულად არის გადაღებული. ბედიის მონასტერში განადგურებულია ქართული ფრესკები და უნიკალური დამწერლობის ნიმუშები. ამ დრომდე ცნობილია, რომ ბედიის მონასტრის სარემონტო სამუშაოებს რუსი ინჟინრები ასრულებენ.

კომპანია „ტექტონიკის“ მიერ, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს უკვე შეთეთრებულია  მონასტრის შიდა მხარე, გარე ფასადი კი მოპირკეთებულია.

არსებობს მასალა, რომელიც ადასტურებს რომ ამ დროისთვის  წაშლილია მთავარეპისკოპოს ანტონ ბედიელის და დავით ნარინის ძის ხელით შესრულებული წარწერები, ასევე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ მესამე ბაგრატიონის ფრესკა.

ბედიის მონასტერი ერთ-ერთია იმ ათეულობით ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლს შორის, რომლის შეცვლასაც ოკუპანტები აპირებენ. აღსანიშნავია, რომ არც ერთი ეკლესიის ე.წ რეაბილიტაციის პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ არის.

„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ამ ბარბაროსობის შესაჩერებლად, ისევდაისევ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა პროცესში საჭირო.

„რუსები და ოკუპანტები არაფრად აგდებენ საერთაშორისო კანონმდებლობას და წესს. ამიტომ ჩვენი რეაგირება იქნება ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მოვთხოვოთ ამ ფაქტის დაგმობა. მეტი რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნია-ამბობს ვაჩეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  „იუნესკო“, „იკრომი“ „იკომი“ და „რესტავრატორები საზღვრების გარეშე“ ის ორგანიზაციებია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფრიდონ თოდუამ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია მიიღო1
მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება2
მტკვარმა მამაკაცის გვამი გამორიყა3
გიგი უგულავა მამრაძის ხევში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა4
სომხეთში არჩევნების წინასწარი მონაცემები შეაჯამეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X