მიხეილ სააკაშვილი: ის რაც ქეყანაში კეთდება, შემდეგი ასწლეულების განმავლობაში ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რაც ამჟამად
საქართველოში კეთდება, მომავალში ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, თბილისის მშენებარე
ობიექტების დათვალიერებისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც კეთდება ხალხზე და ეკონომიკაზე უნდა
მუშაობდეს.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისტორიული
გარღვევაა.
„რიყის პარკი ყველაზე საინტერესო არქიტექტორული ადგილი იქნება. რაც
ახლა ქეყანაში კეთდება და შენდება, შემდეგი ასწლეულების განმავლობაში ჩვენი
სავიზიტო ბარათი გახდება. ამაზე კი უკვე მეტყველებს ქვეყანაში ტურისტების
რაოდნეობა. ჩვენ ქართველებიც თუ ვისწავლით ამ ყველაფრის დანახვას ძალიან კარგი
იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ამ ყველაფერს ხედავს“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
Internet.ge