ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ანქვაბმა სოჭში შეხვედისას
ერთ-ერთ მთავარ თემად „საქართველოსთან საზღვრის ერთობლივად კონტროლის“ საკითხი
განიხილეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ, რუსეთის
პრეზიდენტმა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა ჟურნალისტებს
გაუცხადეს,
მათ განიხილეს უსაფრთხოებისა და საზღვრის დაცვის საკითხები,
ასევე სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, აფხაზეთის მოსახლეობის
შემოსავლიანობისა და ჯანდაცვის საკითხები, რაშიც სოხუმი და მოსკოვი თანამშრომლობის
გაფართოებას გეგმავენ.
„რის ნოვოსტის“ ინფორმაციით, პუტინმა შეხვედრას ნაყოფიერი
უწოდა:
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობები, ვნახოთ, რა გაკეთდა
უკანასკნელ წლებში“ - განაცხადა პუტინმა.
ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით პუტინთან შეხვედრისას
„საქართველოსთან საზღვრის ერთობლივი კონტროლის“ თემაზეც ისაუბრეს.
უფრო კონკრეტულად, შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია,
ჯერ-ჯერობით, არ ვრცელდება.
Internet.ge