პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა, რომელთაც 2012 წელს დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
როგორც "ინტერნეტ.ჯი"–ს პარლამენტის
პრესსამსახურიდან აცნობეს, სპიკერმა ყურადღება საპენსიო და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა და ადგილობრივებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გამარტივების თვალსაზრისით, შექმნილი მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე რაიონში არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნო და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.
„გატარებული რეფორმების და განსახორციელებელი პროექტების მიუხედავად, მთელი რიგი პრობლემებიც არსებობს. ჩვენი მაზანია ადგილზე გავეცნოთ არსებულ პრობლემებს, რათა შემდგომ მათი მოგვარების გზებიც დაისახოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამას
გარდა, დავით ბაქრაძემ ქედის კულტურის სახლი მოინახულა, სადაც კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი. განახლებული კულტურის სახლი 400 მაყურებელზეა გათვლილი.
ამასთან,
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარე გორგაძეების ოჯახს ესტუმრა და მათი საფუტკრე მეურნეობა მოინახულა.
internet.ge