საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის რაც დღეს ქვეყანაში კეთდება, ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, ბიზნესდაჯილდოების ღონისძიებაზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, არც ერთ ეპოქაში ისეთი აღმშენებლობა არ ყოფილა, როგორც ეს დღეს ხდება.
“დღეს, თბილისის განახლებული ინფრასტრუქტურა დავათვალიერე. არც ერთ ეპოქაში აღმშენებლობა ისეთი ტემპით არ ყოფილა, როგორც ახლა ხდება. ყველა ეპოქა რაღაცას ქმნიდა, ახლა კი არის აღმშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გაჭირევბა კიდევ არის, არ გვაქვს უფლება რაიმე მეორეხარისხოვნად ვაკეთოთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია სხვებს შევეჯიბროთ და რეგიონში ყველაფერი საუკეთესო შევქმნათ,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, ბოლო დროს ერთიანი შიდა ეროვნული პროდუქტი გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი შემცირდა და ის ბიუჯეტს ტვირთად აღარ აწევს.
Internet.ge