საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელი მთავრობის წევრებმა და მინისტრებმა იციან, რომ მათ ბიზნესკლასით ფრენა ეკრძალებათ.
ამის
შესახებ პრეზიდენტმა დღეს, ბიზნესდაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღეს, პირველი კლასით მხოლოდ ოპოზიციონერები მგზავრობენ.
“ჩვენმა მინისტრებმა იცინ, რომ მათ ეკრძალებათ ბიზნესკლასით ფრენა, თუ არ არის ეს გრძელი რეისი. ეს წესი ჩემი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება. პირველ კლასში მხოლოდ ოპოზიციონერები, ყველანი ერთად სხედან ხოლმე, მათი ხილვა იქაა შესაძლებელი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაზპრომის ფულს მოიხმარენ’,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge