შვედეთის სამეფოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა კომიტეტის
მოდერატების პარტიის წევრები სამუშაო ვიზიტით დღეს, საქართველოში ჩამოვლენ.
ვიზიტის ფარგლებში, პარტიის წევრები ქუთაისსა და გორს მოინახულებენ.
ასევე, შეხვედრებს გამართავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და პარლამენტში.
დელეგაციის წევრები თბილისს 16 მაისს დატოვებენ.
Internet.ge