საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე დღეს,
ევროპულ
საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, ინსტიტუციათაშორის საკითხებზე, მაჩეი
პოპოვსკის შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, პოპოვსკის ვიზიტი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ, ადგილზე სიტუაციის გაცნობის მიზნით იყო
ორგანიზებული.
„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის EUMM-ის საქმიანობა, ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებული საკითხები
განიხილეს“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge