მიხეილ სააკაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენციზე სიტყვით გამოვიდა.
გამოსვლისას სააკაშვილმა ტურისტულ
სააგენტოებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ სერგეი ლავროვის განცხადებები არ
გაითვალისწინეს და საქართველოში ტურისტები მაინც ჩამოჰყავთ.
პრეზიდენტის თქმით, წელს საქართველოში ერთ
მილიონ რუს ტურისტს ელოდებიან.
„ჩვენ ცალმხრივად გამოვაცხადეთ რუსეთთან
თანამშრომლობა, გავეცით ბრძანება, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე
შეუძლიათ შემოსვლა, მაშინ როდესაც ვერცერთი ქართველი იქ ვერ მოხვდება უვიზოდ. ამ
ყველაფრის მიუხედავად ჩვენ წელს ერთ მილიონ რუს ტურისტ ველოდებით“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
Internet.ge