სააკაშვილი: ჩრდილოელმა მეზობელმა დიდი სამხედრო წვრთნები ჩვენს არჩევნებს დაამთხვია
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის
ჩრდილოელმა მეზობელმა, დიდი სამხედრო წვრთნები, საქართველოში ჩასატარებელ
არჩევნებს დაამთხვია.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ისინი აღნიშნულ წვრთნებს
აუცილებლობით ხსნიან.
„ჩვენი ჩრდილოელი
მეზობელი აპირებს განახორციელოს დიდი სამხედრო წვრთნები, როგორც წესი, ისინი
ამას ზაფხულში ატარებენ, მაგრამ წელს ცოტა დაიგვიანეს და ეს წვრთნები ჩვენს
არჩევნებს დაამთხვიეს. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ეს აუცილებელია“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
დღეს, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია
– „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ასამბლეის პრეზიდენტმა პეტროს ეფთიმიუმ
გახსნეს.
კონფერენცია ბათუმში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
Internet.ge