ბაქრაძე: ჩვენ არა მხოლოდ რეფორმების გატარებას, არამედ დემოკრატიის გაძლიერებასაც ვცდილობთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, არჩევნებისთვის საქართველოში, ეუთო-ს
წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოიწვია.
როგორც ბაქრაძემ დღეს, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ კონფერენციზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში
არა მხოლოდ რეფორმების გატარებას ცდილობენ, არამედ დემოკრატიის გაძლიერებასაც,
რისთვისაც არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„როგორ გაგრძელდება საქართველოს განვითარება,
ის რეფორმები რომლებიც წამოვიწყეთ, დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ
მოდერნიზაციის ის კურსი, რაც მიმდინარეობს, ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა. ეს
საკითხები მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე. ასე, რომ მოგიწოდებთ ძვირფასო
კოლეგებო ჩამობრძანდეთ, დაესწროთ და მონაწილეობა მიიღოთ ქართულ წარმატებაში,
არჩევნებში რაც ქართული დემოკრატიის ნაწილია“,- განაცხადა ბაქრაძემ.
Internet.ge