საქართველოს
პრეზიდენტი
დღეს, ხულოს ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრო.
ქვეყნის
პირველმა პირმა ანდრია პირველწოდებულის
ხსენების დღე მეუფე სპირიდონს და ტაძარში შეკრებილ მრევლს მიულოცა.
ხულოში მალე ანდრია პირველწოდებულის,
სვიმონ კანანელისა და მატათა მოციქულის სახელობის ეკლესია
ამოქმედდება. ტაძრის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო. ანდრია პირველწოდებულის
ხსენების დღესთან დაკავშირებით ტაძრის ეზოში ჯვარი აღიმართა.
პრეზიდენტის ინიციატივით კი, უკვე სამი წელია ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხიჭაურში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი და სასულიერო გიმნაზია ფუნქციონირებს სადაც 500-ზე მეტი მსურველი სწავლობს.
Internet.ge