საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს გაიმართება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ოფიციალურ პლენარულ სესიაზე, კონკრეტული ჩარჩო საკითხები განიხილება, ისეთი როგორიც არის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა, ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები.
Internet.ge