დღეს,
პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე გურჯაანის რაიონს ეწვევა.
როგორც "ინტერნეტ.ჯი-ს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სპიკერი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მოინახულებს.
მათი
ინფორმაციით, შეხვედრა 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი
წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, კახეთის რეგიონში საცხოვრებელი სახლები, ვენახები
და მაღაზიები დაიტბორა. ასევე განადგურდა რამდენიმე ასეული სასოფლო-სამეურნეო
სავარგული. სტიქიის შედეგად, შინაური ფრინველი და ცხოველი დაიხოცა. ამასთან, კახეთში
სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.
Internet.ge