ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ბიზნესმენის ქონების
რუსეთში გაყიდვასთან დაკავშირების ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ განაცხადა,
აღნიშნული საკითხი არაპოლიტიკურია და ეს თემა მას არ ეხება.
პრესსპიკერის თქმით, თავად ივანიშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ
რუსეთში მისი ქონების გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილმა
რუსეთში, კუთვნილი ბანკი და სააფთიაქო ქსელი გაყიდა.
Internet.ge