მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ფეხბურთელ კახი კალაძის როლი „ქართულ
ოცნებაში“ კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება ივანიშვილის
პრსსპიკერმა, დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ფეხბურთელს აქამდე არ ჰქონდა შესაძლებლობა „ქართული
ოცნების“ საქმიანობაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული, რადგან ის საქართველოში არ
იმყოფებოდა.
„საკითხი, კალიძის კონკრეტულ როლზე „ქართულ ოცნებაში“, გამჟღავნებას არ
ექვემდება. მას „ოცნების“ დაფუძნების დღიდან კოალიციაში აქტიური როლი ჰქონდა და ფეხბურთიდან წასვლის
შემდეგ, ეს როლი კიდევ უფრო გაიზრდება“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, კახი კალაძემ ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალური
განცხადება ორიოდე დღის წინ გაავრცელა.
Internet.ge