GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა
14:37 14.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო თათბირი გამართა და თბილისის მერს გიგი უგულავას და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება დაავალა. 

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია დაზარალებულთა უზრუნველყოფა საცხოვრებლებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით და ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.

გიგი უგულავას განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტს აქვს გარკვეული რეზერვი, თუმცა ინფრასტრუქტურის აღსადგენად დახმარება ცენტრალური მთავრობიდანაც გახდება საჭირო. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ამ საქმეში მას დახმარება აღუთქვა:

მიხეილ სააკაშვილმა თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მერიის სამაშველო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებულ მუშაობას და ხაზგასმით აღნიშნა მაშველების თავდადება ხალხის დახმარებისა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

„მინდა მადლობა ვუთხრა სამაშველო სამსახურებს, რომლებიც, როგორც ყოველთვის, ოპერატიულად რეაგირებენ. რას ნიშნავს, რომ გვაქვს გამართულად მოქმედი სახელმწიფო - ყველა სამსახური ერთობლივად და შეთანხმებულად მუშაობდა: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერია, ადგილობრივი გამგეობა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო. იმ პირობებში, როდესაც ხალხი დაიღუპა, თავის მოწონება არ ღირს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ჩემთვის გარკვეულწილად, შვების მომგვრელია ის, რომ უფრო მეტი მსხვერპლი ავიცილეთ თავიდან და ასეთი სამსახურები გვაქვს საქართველოში. მსურს, ამ ადამიანებს მადლობა ვუთხრათ, გამოვყოთ და დავაფასოთ მათი ღვაწლი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X