მიხეილ
სააკაშვილის
განცხადებით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას,
რომეთაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგათ, სასწრაფოდ უნდა აღმოუჩინონ მატერიალური დახმარებაც.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში, სადაც
მოსახლეობას სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა, სახელმწიფომ ზარალი აუნაზღაუროს.
„დუშეთში, ლაგოდეხში, გურჯაანში ზოგიერთ ადამიანს სტიქიამ ყველაფერი გაუნადგურა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ მინიმალური ზარალი მაინც ავუნაზღაუროთ, რადგან, შესაძლოა, მართლაც უკანასკნელი ქათამი და ძროხა წაიღო ნიაღვარმა. ამიტომ, ახლა ზოგადად კი არ უნდა შევქმნათ კომისია, კონკრეტულად უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ - ყველაზე დაზარალებულ ოჯახებსა და ყველაზე გაჭირვებულ ხალხს სახელმწიფომ რაღაც მაინც უნდა აუნაზღაუროს. ამ ხალხისთვის ბევრად მეტის გაკეთება მინდა, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, დავთვალოთ ყველაფერი და უახლოეს დღეებში რამით მაინც
დავეხმაროთ
მათ. სწორედ ამისთვისაა სამთავრობო ფონდი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა, სტიქიის დროს, სამაშველო სამსახურების
მუშაობით კმაყოფილება გამოთქვა.
„სამაშველო
სამსახურებმა
ძალიან კარგად იმუშავეს. რომ არა მათი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა, იქ ბევრად მეტი ხალხი დაიღუპებოდა. მართლაც, სულზე მიუსწრეს - ხალხი სახურავებიდან ჩამოიყვანეს. შესაძლოა უფრო მეტი ხალხი დაღუპულიყო. მთავარია, რომ ამ ხალხის გადაყვანა უკვე დავიწყეთ. კარგად მესმის, რომ ხალხს ღამეები არ ეძინა, მაგრამ შემდეგი, რაზეც უნდა ვიფიქროთ და ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, თბილისის ბარაკებისგან გათავისუფლებაა.
რეგიონებში
უკვე ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და ხალხი იქიდან აღარ უნდა ჩამოდიოდეს, მაგრამ ასეთ ადგილებში 7-10 წლის ჩამოსული ხალხი ცხოვრობდა. მკაცრი სტანდარტები უნდა დავაწესოთ, რომ აღარავინ სცადოს ხალხის დასახლება გარაჟის უკანა მხარეს და ამითი ხელის მოთბობა, რადგან, შესაძლოა მერე ყველაფერი ტრაგედიით დასრულდეს. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავს ადგილზე შეეძლო ხალხს ცხოვრება - საგანგებოდ თუ არ მოძებნიდი, ამას ვერც დაინახავდი“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge