GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაჭავარიანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება
18:58 14.05.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, დაძაბულობა მოიხსნება.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება.

მისი თქმით, სანამ საზღვარი საბოლოოდ დადგინდება, ქართული მხარის პოზიციაა, რომ დავით გარეჯის კომპლექსში  გადასვლის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს არ ჰქონდეთ.

„როდესაც, დემარკაციის კომისია მუშაობს, ეს საკითხი, ჩვენი მხრიდან ძალიან ხაზგასმით დგება და ყოველთვის არის თხოვნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით,  სანამ საბოლოოდ ხაზი დადგინდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის ხელშეშლა არ იყოს, რომ მათ კომპლექსი მთლიანად დაათვალიერონ“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატის ინფორმაციით, ქართულ-აზერბაიჯანული დემარკაციის კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც ბევრ საკითხს განიხილავს.

„სადემარკაციო კომისია სამთავრობო კომისიის ნაწილია. როდესაც პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრები აზერბაიჯანში იყვნენ, დააფიქსირეს პოზიცია , რომ ეს ტერიტორია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბობოხიძე: ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია, ეს არის სააკაშვილი1
ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი 7 ნოემბერს განიხილავს2
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 17 ოქტომბრისთვის3
აჟუბალისი: ეუთოს მისია კონფლიქტის მთელს ტერიტორიაზე უნდა დაიშვას4
მიხეილ სააკაშვილმა ეკატერინე ზღულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X