GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მერია პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს პერსონალური შეურაცხყოფისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
10:49 15.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერია, პოლიტიკური მოძრაობა "ქართული ოცნების" აქტივისტსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის  მოადგილეს შორის კონფლიქტის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტიის აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის მოადგილეს, რის შედეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი თბილისში სტიქიის დაწყების პირველივე წუთიდან პირადად მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში.  მან არაერთ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება. ამ ინციდენტის დროს, იგი სწორედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სტიქიური უბედურების შედეგად წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად.მიუხედავად ამისა, თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს მის რეაქციას პირად შეურაცხყოფაზე და მკაცრად აფრთხილებს მერიის თითოეულ თანამშრომელს, მაქსიმალურად თავი აარიდონ მსგავს ვითარებებს და ასეთი  შეურაცხყოფის პირობებშიც კი, გამოიჩინონ თავშეკავება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მერია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პერსონალური შეურაცხყოფისაგან. 

„პოლიტიკურ პარტიებს, ისე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ბუნებრივია, აქვთ უფლება გააკრიტიკონ მერიის საქმიანობა, დაუსვან კითხვები ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ პირისპირ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებისგან. გვინდა შევახსენოთ ყველას, სიტყვის თავისუფლება დაცულია კანონით, პირისპირ შეურაცხყოფა კი არა. დღეს, ერთადერთი ჩვენი ამოცანა  სტიქიური უბედურების შედეგად შექმნილ პრობლემებისა და გამოწვევების ეფექტურად გამკლავებაა. ამისათვის საგანგებო რეჟიმში მუშაობს თბილისის მერიის ყველა სტრუქტურული ერთეული, რათა არც ერთი ოჯახი არ დარჩეს გასაჭირში ყურადღების გარეშე“,- აცხადებენ მერიაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსული საბრძოლო გემები სირიისკენ წასასვლელად ემზადებიან1
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“2
ქორწილში 24 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა3
სასამართლომ ლევან გაჩეჩილაძის შვილისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე განცხადება გაავრცელა4
სოხუმი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გალზე კონცენტრირებისკენ მოუწოდებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X