სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის, მეუღლე არ უნდა შემოიფარგლოს როლით
- „მე მხოლოდ ცოლი ვარ“, და სირიაში მშვიდობის დასაცავად უნდა იმოქმედოს, - წერენ The Times-ში გაეროში ბრიტანეთისა და გერმანიის სპეცწარმომადგენლების მეუღლეები შეილა ლაიალ გრანტი და ჰუბერტა ფონ ვოსი.
ასმა ასადს მათ დაახლოებით ერთი თვის წინაც მიმართეს ინტერნეტით. მოთხოვნა ანალოგიური იყო.
ვიდეორგოლს ერთი თვის განმავლობაში 37 500 ინტერნეტ-მომხმარებელი
გამოეხმაურა, მაგრამ არა თავად ადრესატი.
„ასმას არ გაუცია პასუხი მიმართვაზე. ჩვენ პირდაპირ პასუხს არც მოველოდით, მაგრამ
მან, ეჭვგარეშეა, მიიღო მიმართვა. ჯერ კიდევ არის დრო მოქმედებისთვის,“ -
ამბობენ დიპლომატების ცოლები. ისინი დასძენენ, რომ ესმით, თუ როგორი დილემაა ეს
სირიის პრეზიდენტის მეუღლისთვის და რა რისკზე უნდა წავიდეს ის, მაგრამ წინააღმდეგ
შემთხვევაში, შეილა ლაიალ გრანტისა და ჰუბერტა ფონ ვოსის
თქმით, ასმა ასადი ახლო აღმოსავლეთის ელენა ჩაუშესკუ გახდება.
Internet.ge