GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გრიგოლ ვაშაძემ სეულში ორმხრივი შეხვედრები გამართა
12:03 28.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

 

მინისტრი, მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს საად ედდინ ელ ოთმანის, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფედერალურ კანცლერს დ. ბურკჰალტერს შეხვდა.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური თემები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და მაროკოს ურთიერთქმედების საკითხები.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს, გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ასევე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ხაზი გაესვა შვეიცარიის კონფედერაციის საშუამავლო მისიის მნიშვნელობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხში.

 

შეგახსენებთ, რომ 26-27 მარტს ქ. სეულში  ბირთვული უსაფრთხოების რიგით მეორე სამიტი გაიმართა, რომელშიც  მსოფლიოს 59 ქვეყნის დელეგაცია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.

 

სამიტის მონაწილეებმა განიხილეს ბირთვულგაუვრცელებლობასთან, რადიოაქტიური მასალების დაცულობის ხარისხისა და ბირთვული უსაფრთხოების კულტურის ამაღლებასთან, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 

სამიტის დასასრულს მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს1
პატიმრებმა წებო დალიეს, სამი მათგანი უკვე დაიღუპა2
დაღესტანში რუს სამართალდამცველებსა და მებრძოლებს შორის დაპირისპირება მოხდა3
ქალს, რომელმაც მოძალადეს თავი მოაჭრა, ქალაქის მერი იცავს4
7 ათასი პოლიციელი მოსკოვში „მილიონების მარშისთვის“ ემზადება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X