GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს
15:18 15.05.2012
დღის სიახლეები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეიცვალოს და მასში პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს - საქართველოში დაბადებულ პირს - კონსტიტუციის 29-ე მუხლი შესაძლებლობას არ აძლევს, რომ პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის პოსტები დაიკავოს.

მისი თქმით, აღნიშნულ მუხლში ნათქვამია, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“.

ვეფხვაძეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებაში სპეციალური ჩანაწერის დამატება საჭირო არ არის, რადგან კონსტიტუციის 29-ე მუხლი სხვა პირებს ეხება - საქართველოს მოქალაქეებს და არა იმ პირებს, რომლის განსაზღვრაც ცვლილებებით შემოდის.

„ცვლილებებით დგინდება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ქართველს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას პრეზიდენტობაც შეეძლება“, - განაცხადა მან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთში 50 ჯავშნიანი „კამაზი“ ჩავიდა1
თეა წულუკიანი: გვექნება პრინციპი: „ყველა ყველას აკონტროლებს"2
ლუკაშევიჩი: არ არსებობს არანაირი ოკუპირებული ტერიტორიები3
სააკაშვილი: ვისაც ჩაზნექილი სკამები ენატრება ასეთ სკამებს სახლში მივუტანთ, ეს ეპოქა ბათუმში დასრულდა4
ლეღვის ნახარშით სამი გოგონა დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X