პარტია „მრეწველების“ ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ის ნინო
ბურჯანაძის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შეყვანას არ ცდილობს და არავითარ
შუამავლობას არ აპირებს.
ამის შესახებ განცხადება ტყემალაძემ itv-ის გადაცემა „კითხვის
ნიშანში“ გააკეთა.
მისი თქმით, ანიშნულ საკითხზე ივანიშვილთან საუბარი არასდროს ჰქონია
და მომავალშიც ბურჯანაძის კოალიციაში გაწევრიანების საკითხს არ დააყენებს.
„მე არავითარ შუამავლობას და ბურჯანაძის კოალიციაში შეყვანას არ
ვცდილობ, მხოლოდ იქიდან გამომდინარეც, რომ ბურჯანაძეს ეს არ სურს. მე ბიძინა ივანიშვილს
სულ ორჯერ შევხვდი და მასთან აღნიშნულ თემაზე საუბარი არ მქონია,“ - განაცხადა
ტყემალაძემ.
Internet.ge