GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხიდაშელი წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს
17:01 15.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინა ხიდაშელი საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე ყველა იმ დოკუმენტის წარმოდგენას მოითხოვს, რომლებიც წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული.

ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს საგანგებო სხდომაზე ყველა შესაბამისი თანამდებობის პირმა დეპუტატებს უნდა მოაწოდონ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც  წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული.

„ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე უნდა მოხდეს 2008-2010 წლებში წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის  წარმოდგენა. საკრებულოს წევრებს წყლის არხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტენდერის გამარჯვებული კომპანიის, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. ამ დოკუმენტების გარეშე ხვალინდელი სხდომა ისეთივე იქნება, როგორიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარდება, ანუ ვიმსჯელებთ და დავიშლებით,“ - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, დეპუტატი 2008 წელს „თბილისის წყალთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გასაჯაროებასაც მოითხოვს.

„ბოლომდე უნდა მოგვეწოდოს ინფორმაცია, თუ რა ტიპის ცვლილება განხორციელდა „თბილისის წყალთან“, როგორ გაურიგდა მას ხელისუფლება და ეკონომიკის სამინისტრო,“ - განაცხადა ხიდაშელმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჟენევაში მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი გაიმართება1
პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას2
ფოტორეპორტაჟი განახლებული თელავიდან3
შსს-ს ორი თანამშრომელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა4
გოგა ხაჩიძემ გარემოს დაცვის სამინისტრო დატოვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X