GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუბლაშვილი: ივანიშვილს უმაღლესი თანამდებობების დაკავება შეეძლება
18:05 15.05.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება შეეძლება.

როგორც ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ იმ პირებს, ვინც ამ ნორმით ისარგებლებენ, უფლება ექნებათ, აღნიშნული თანამდებობები დაიკავონ და პოლიტიკურ პროცესებში, აქტიური  მიიღონ მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 109 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

ცვლილებებით, კონსტიტუციას 104/4-ე მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.

საკონსტიტუციო ცვლილებებს, პარლამენტი მესამე მოსმენით, მომავალ კვირას დაამტკიცებს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ალა პუგაჩოვას ორეული ჰყავს1
გიგი უგულავამ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა დაათვალიერა2
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის 20 000 ევრო გამოიყო3
თორნიკე გორდაძემ და სერგი კაპანაძემ ბრიუსელში ორმხრივი შეხვედრები გამართეს4
ეკა ხოფერიას გადაცემა დაიხურა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X