GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტარებმა მატეო მეკაჩის უმასპინძლეს
20:22 15.05.2012
დღის სიახლეები

ქართველმა დეპუტატებმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის წევრს,  მატეო მეკაჩის უმასპინძლეს.

პარლამენტში იტალიელმა სტუმარმა შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან გამართა.

უმრავლესობის მატეო მეკაჩისთან შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეფორმები, მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემები.

ქართველმა დეპუტატებმა  იტალიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის თობაზე, თუ როგორ ხდება საარჩევნო პროცესის ორგანიზება და რა საკანონმდებლო ცვლილებები ხორციელდება ამ მიმართულებით.

უმრავლესობის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია  ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის დასწრება.

უმცირესობის წევრების იტალიელ პარლამენტართან შეხვედრაზე, საუბარი საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაიმართა და მხარეებმა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებზეც ისაუბრეს.  

იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მატეო მეკაჩიმ დღეს, საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა და კომპაქტური დასახლების ცენტრებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. 

დღესვე, იგი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს და სახალხო დამცველის მოადგილეს, ტატა ხუნწარიას  შეხვდება.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის იუსტიციის სახლი მომხმარებლებს ხვალიდან მოემსახურება1
დავით ბაქრაძემ სენაკში, აბაშაში და ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა2
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება3
რუსი ექსპერტი: კრასნოდარის სტიქიამ შეიძლება პუტინი ჩაძიროს4
სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას აპირებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X