საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს იწყებს.
ადმინისტრაციის
ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ნიუ-იორკს, ლოს ანჯელესს და ჩიკაგოს ეწვევა.
20-21 მაისს
პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის მუშაობაში. ასევე, მიხეილ სააკაშილი შეხვედრებს გამართავს ამერიკის პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის
ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე საჯარო გამოსვლა წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში.
Internet.ge