საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით, 17-18 მაისს უნგრეთს ეწვევა.
როგორც “ინტერნეტ.ჯი”- ს პარლამენტის
პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბაქრაძე უნგრეთის
პრეზიდენტს იანოშ ადერს შეხვდება.
ასევე, ბუდაპეშტში დავით ბაქრაძეს მისი კოლეგა, უნგრეთის ეროვნული
ასამბლეის სპიკერი, ლასლო კოვერი მიიღებს.
ამასთან, დაგეგმილია უნგრეთის
ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან,
ტივადარ პუშკაშთან შეხვედრა.
ამას გარდა, დავით
ბაქრაძე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოსა
და უნგრეთს შორის 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებას
დაესწრება.
უნგრეთში სპიკერთან
ერთად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა ლეჟავა და საპარლამენტო უმცირესობის
წევრი გურამ ჩახვაძე მიემგზავრებიან.
Internet.ge