GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა
10:30 17.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მედიცინის თვალსაზრისით, საქართველო მალე აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება. პრეზიდენტი ქვეყნის საკურორტო ზონების განვითარების საკითხსაც შეეხო და  აღნიშნა, რომ, ამ მხრივ, სამედიცინო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს.

„საქართველოში სამედიცინო სექტორი საგრძნობლად ვითარდება. საქართველოს მასშტაბით, ახლა იხსნება 150 პატარა და დიდი კლინიკა. მაქვს პრეტენზია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე თანამედროვე სამედიცინო სისტემას ვქმნით. თბილისში, უკვე გვაქვს რამდენიმე დიდი საავადმყოფო და კორეელები ახლა კიდევ ერთი 200-საწოლიანი დიდი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას იწყებენ, რაც, დაახლოებით, 250–300 მილიონი დოლარი დაჯდება. ვფიქრობ, ახლადშექმნილ ცენტრებს შორის ის ყველაზე დიდი იქნება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში”,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო კურორტების განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ქვეყანას დიდი რესურსი აქვს.

“საქართველოში იქმნება სამედიცინო სექტორი, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ პატარა ქვეყნისთვის 5-მილიონიანი მოსახლეობით - საქართველო ხდება სამედიცინო ცენტრი მთელი რეგიონისთვის, რაც ტურიზმის მსგავსად, დიდ შემოსავალს  მოუტანს საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა1
ფიქრია ჩიხრაძე: მილიონი ლარის ასაღებად პოლიტიკური პარტიების რიგი დადგა2
ჰოსნი მუბარაქი კრიტიკულ მდგომარეობაშია3
თურქეთში ეჭვობენ, რომ რუსეთი იმქვეყნიური ძალების დახმარებას იყენებს4
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X