GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა
10:48 17.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკაში მოღვაზე ქართველ ექიმებს  საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ შესთავაზა.

როგორც ექიმებთან შეხვედრისას, სააკაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი პროფესიონალი და კვალიფიციური კადრი გაჩნდეს, ამ პროცესში კი, პრეზიდენტმა ექიმებს აქტიური ჩართვა სთხოვა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქართველი ექიმების სამშობლოში დასაბრუნებლად შესაბამისი ეკონომიკური გარემოა შექმნილი.

„სამშობლოში დაბრუნების ინსტიქტი ყველა ადამიანს აქვს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მე თქვენი პატრიოტული გრძნობებით არ ვსარგებლობ. საქართველოში დღეს, შესაბამისი ეკონომიკური გარემოა და თითოეული თქვენგანისთვის, ამ მხრივ, ბევრად უფრო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანა ვხდებით. საქართველოში ბევრი პროფესიონალი დაბრუნდა და წარმატებული პრაქტიკა შექმნა, რაც, ნაწილობრივ, იდეალიზმით, ნაწილობრივ კი, რეალური შესაძლებლობით იყო განპირობებული. მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და სერიოზულად დაფიქრდეთ ამ საკითხზე. საქართველოში ბევრი რამ შეგიძლია გაბედულად გააკეთოთ, ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები შექმნათ. თანაც ევროპასა და ამერიკაში ბევრად მეტი რეგულაციაა და უფრო დიდი ბიუროკრატიული პროცესია. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვამცირებთ, რათა საქართველოშიც შევძლოთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ახალი მეთოდებია დასანერგი, ამ კუთხით კი, საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებს დიდი მნიშვნელობა აქვთ.

„ჩვენს ექიმებს, ფაქტობრივად, 15 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ პრაქტიკა, მაგრამ ვიდრე ეს პრაქტიკა კვალიფიკაციას მოგვიტანს, დიდი დრო გავა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, რომელიც ჩვენმა ექიმებმა, სამწუხაროდ, ამ უძრაობისა და ნგრევის წლებში დაკარგეს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩამოხვიდეთ და ჩვენ ექიმებს გაუზიაროთ მსოფლიოს თანამედროვე გამოცდილება. საქართველოში ახალი მეთოდებია დასანერგი. ჩვენები ძალიან სწრაფად ისწავლიან ყველაფერს, მაგრამ ამისთვის საჭიროა მათ ვინმემ ასწავლოს. აქამდე არც პაციენტები იყვნენ და არც აპარატურა გვქონდა,  მაგრამ საბოლოოდ, მთავარი ექიმია და არა აპარატურა. ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ახალი ცოდნა მიიღონ ამ მიმართულებით“,- მიმართა პრეზიდენტმა ექიმებს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
მერია თბილისში „რენოს“ მარკის ტაქსების შემოყვანას არ ადასტურებს2
58-ე არმიის სამხედროები სტავროპოლელებს დაუპირისპირდნენ3
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა4
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X