სააკაშვილი: სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობს
საქართველოს
პრეზიდენტის
სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. ქვეყნის პირველმა პირმა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში
იმყოფება,
ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ
სააკაშვილმა
პირველი კომენტარი იმ ჯილდოსთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც გაერომ საქართველოს საჯარო მომსახურების სექტორში განხორციელებული
წარმატებული
რეფორმებისთვის
გადასცა. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური პრემია „სახელმწიფო სერვისების ჯილდო“ ქვეყანამ მოიპოვა პროექტით „იუსტიციის სახლი“.
როგორც
საქართველოს
პრეზიდენტმა
აღნიშნა, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული
რეფორმებით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობს.
„გაერომ
საქართველოს
თავისი ყოველწლიური, მსოფლიოს მაშტაბით ყველაზე პრესტიჟული პრემია მიანიჭა, რომელიც ქვეყანამ იუსტიციის სახლებისა და ელექტრონული სატენდერო სისტემის მხრივ განხორციელებული რეფორმებისთვის დაიმსახურა. ეს, მართლაც,
საუკეთესო
სისტემაა,
ხოლო რაც შეეხება იუსტიციის სახლებს, ამ ეტაპზე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და კარგია, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობამაც
დაინახა“,
- განაცხადა
საქართველოს
პრეზიდენტმა.
Internet.ge