რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აცხადებს,
რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევამ, შედეგად, შესაძლოა,
ფართომასშტაბიანი ომი გამოიწვიოს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით.
ამის შესახებ მედვედევმა სანკტ-პეტერბურგში მეორე
საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე განაცხადა, რომელიც დღეს დაიწყო.
„ნაჩქარევი სამხედრო ოპერაციების შედეგები უცხო
სახელმწიფოებში, როგორც წესი, ხელისუფლებაში რადიკალების მოსვლით მთვარდება. რაღაც
მომენტში ასეთი მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან სახელმწიფო სუვერენიტეტს,
შეიძლება დამთავრდეს სრულფასოვანი რეგიონალური ომით და თანაც, არ მინდა ვინმე
შევაშინო, მაგრამ - ბირთვული იარაღის გამოყენებით,“ - განაცხადა მედვედევმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთი საერთაშორისო კანონის სამართლებრივი მხარე
მოძველებული იყოს, მაგრამ ძირითადი საერთაშორისო ნორმები და მისი საფუძვლები ურყევი უნდა იყოს. ამასთან, მედვედევმა საშიში უწოდა
მოქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.
რუსეთის პრემიერის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ბევრი მაგალითი არსებობს სახელმწიფო
სუვერენიტეტის დოქტრინის ხელყოფისა.
„სამხედრო ოპერაციები, რომლებიც გაეროს გადაწყვეტილების
გარეშე ტარდება, განცხადებები იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ რეჟიმმა დაკარგა
ლეგიტიმურობა (თანაც სხვა სახელმწიფოს მხრიდან და არა ამ ქვეყნის ხალხის მხრიდან),
კოლექტიური სანქციების შემოღება
საერთაშორისო ინსტიტუტების გვერდის ავლით - ეს ყველაფერი არ გააუმჯობესებს
სიტუაციას მსოფლიოში“ - განაცხადა მედვედევმა.
Internet.ge