ნიკა გილაური: ეროვნულ გამოცდებში ყველაზე დიდი კონკურსი საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტზეა
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ინფორმაციით, 2012 წლის ეროვნულ გამოცდებში, ყველაზე დიდი კონკურსი საინჟინრო ტექნოლოგიების ფაკულტეტზეა.
როგორც დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე გილაურმა განაცხადა, დიდი მოთხოვნებია ასევე მათემატიკურ და ფიზიკურ მიმართულებებზეც.
„სამხედრო ინჟინერიაზე ერთ ადგილზე 70 აბიტურიენტი, ელექტროინჟინერიაზე 36 აბიტურიენტი, ხოლო საქართველოს ტენქიკურ უნივერსიტეტში გეოდეზიის ფაკულტეტზე ერთ ადგილზე 55 აბიტურიენტი მოდის“,- განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოთხოვნა იმ ფაკულტეტებზე გაიზარდა, რომლებიც ქართულ ბიზნესს სჭირდება.
"წელს აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს მოთხოვნილი აქვს საინჟინრო დისციპლინებზე ჩაბარება. კონკურსი არის მართლაც ისეთი, როგორიც აქამდე არ გვქონია. სხვადასხვა უნივერსიტეტებში მათემატიკაზე და ფიზიკაზე მოდის 7, 10, 14 აბიტურიენტი, ეს ერთ ადგილზე", - განაცხადა გილაურმა.
Internet.ge