ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაეცა
და მის 12 წლის წინანდელ რეიტინგს გაუტოლდა - ასეთია სოციოლოგიური სამსახურის
„ლავადა-ცენტრის“ კვლევის შედეგები.
ცენტრის დირექტორის ლევ გუდკოვის
განცხადებით, პუტინს ფაქტობრივად, „ნულოვანი შედეგები“ აქვს ისეთ კატეგორიაში,
როგორიცაა ინტელიგენტურობა. ინტელიგენტად მას გამოკითხულთა 18% მიიჩნევს. გარდა ამისა, მას „საქმიანად“ თვლის
მოსახლეობის 39%. განათლებულად კი მხოლოდ 28%.
პუტინი კარგავს მთავარსაც -
მიმზიდველობას. მისი იმიჯი, როგორც „ძლიერი და მამაკაცური“ ხელმძრვანელისა,
შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან ასეთად პუტინს გამოკითხულთა მხოლოდ
18% მიიჩნევს.
ყველა თვისების დევალვაცია ჯერ
კიდევ არ ნიშნავს, რომ საზოგადოება აღარ არის პუტინით მოხიბლული, თუმცა „ლავადა-ცენტრის“
დირექტორი დარწმუნებულია, რომ ძლიერი, ყოვლისშემძლე მმართველის იმიჯი ნელ-ნელა
ქრება. გარდა ამისა, პუტინი აღარ აღიქმება უალტერნატივოდ. მართალია, ახალი ლიდერი
ჯერ არ ჩანს, მაგრამ „ძველი უკვე სრულიად მომზაბეზრებელია“ - ამბობს გუდკოვი.
Internet.ge