საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრ
გრიგოლ
ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საგარეო
უწყების ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.
მინისტრები
შეთანხმდნენ,
რომ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, დამატებით განიხილავენ ამ საკითხს. ამასთან, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები.
მინისტრები
შეთანხმდნენ,
რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება.
Internet.ge