საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო, თუმცა ქვეყანამ უამრავი რეფორმა გაატარა, რის შედეგადაც მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში პრინსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში 60-70%-ით ნაკლები კრიმინალია, ვიდრე გერმანიაში და საფრანგეთში და 4-ჯერ უფრო ნაკლები ვიდრე რუსეთში.
“მედვედევმა განაცხადა, რომ ქართული პოლიციის რეფორმების გადაღება სურდა, თუმცა, მათ ეს არ შეუძლიათ, რაც ყველაზე დიდი პარადოქსია. ჩვენ კი, გვინდა ვიყოთ წარმატებულები, ვისწავლოთ სხვებისგანაც და დავრჩეთ ის რაც ვართ. ასევე, ვიყოთ სანიმუშო რეგიონისა და მთელი მსოფლიოსათვის”,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავია ის მენტალური რევოლუცია რომელიც საქართველოში მოხდა.
internet.ge